ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან ავარია მოხდა.
როგორც ცნობილია მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშვებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.