თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.