თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,რამდენიმე წუთის წინ 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში მდებარეობდა. მიწისძვრა ახლო მდებარე ქალაქებში – გაზიანთეფსა და ადიამანშიც იგრძნობოდა.

თურქული გამოცემების ინფორმაციით, არიან დაშავებულები და სულ მცირე 1 დაღუპული, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები.

დაშავდა 69 ადამიანი.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.