თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციასთან ახლოს მდებარეობდა, სადაც დაახლოებით 376 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიძგები ბევრ ქალაქში იგრძნობოდა.

ექსპერტები მოსახლეობას შემდგომი შესაძლო ბიძგების შესახებ აფრთხილებენ და ხაზს უსვამენ, რომ ავარიულ შენობებში შესვლა კვლავ სახიფათოა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ 5 თებერვალს ღამით სამხრე-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულ ქალაქებში ათასობით მაცხოვრებელი დარჩა უსახლკაროდ, დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და მრავალბინიანი სახლები.