კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია ამათ შორის ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია.

ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.