გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის ხელმძღვანელობით მერიის სააქტო დარბაზში მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა-ლია მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.
აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, ფუად მირზოევი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.