თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს მიუახლოვდა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს მიუახლოვდა – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 16 546 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 66 132 დაშავდა.
ამ დროისთვის თურქეთში 56 ქვეყნიდან 6 500 მაშველი მუშაობს, გზაშია კიდევ 19 ქვეყნის სამაშველო ბრიგადა. სულ თურქეთს დახმარება 95-მა ქვეყანამ და 16-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია