საქართველოს საგარეო სამინისტრო თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280
გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400
გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.