საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება, 19 თებერვალს ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს, თუმცა არამდგრადი ამინდი თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
,,დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა შესაძლოა, -3 გრადუსამდე შენარჩუნდეს, მთაში -8, მაღალ მთაში კი, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6 ან -7გრადუსი, მთაში -12 ან -13 და მაღალ მთაში -15 გრადუს. თუმცა, ზოგან ტემპერატურა შესაძლოა, -21 გრადუსამდეც დაეცეს.
რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში ჰაერის ტემპერატურას ღამით -2 ან -3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. დღისითაც საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.”