პარიზის გრან სლემის ბოლო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ 23 წლის ქართველმა ფინალამდე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.