ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეიმურაზ კუპატაძის თქმით საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.
ამასთან ერთად აღნიშნა,რომ დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.