ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „სიენენ თურქი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. სამი წუთის შემდეგ კი ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.