27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 თებერვალს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მარნეულში კოსტავას ქუჩაზე, წერეთელში, იალღუჯის დას.

10:00-დან 11:30 საათამდედა 18:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, წერეთლის, ნარიმანოვის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, შაუმიანი, ყულარი, ზემო ყულარი.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ხაშმში, სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.