28 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, გიულბახი, ოფრეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.