4 და 6 თებერვალს რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, დუმბაძის, გომელაურის, მშენებელთა, ბოსტანქალაქის, წერეთლის, წმ.ნინოს, 1 მაისის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დას.

6 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის ქუჩებზე.

12:00 დან 13:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მარის არხის, მშვიდობის ქუჩებზე, აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.