7,4 მეათედი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 4 საათისთვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უძველეს ქალაქ დიარბაქირთან მოხდა. მხოლოდ თურქეთში, 170-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება დაშავებულია ასობით ადამიანი.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს რამდენიმე პროვინციაში. როგორც ცნობილია მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დაზიანდა და დაინგრა ასობით შენობა და საცხოვრებელი სახლი.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს, როგორც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი. ბიძგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეზობელ სირიაში მსხვერპლის რიცხვი 230-ს აჭარბებს.
თურქეთის კატასტროფის სააგენტო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა.
მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოყვა, რის გამოც იტალიის მთავრობა ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.