89 წლის ასაკში მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…
ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974).
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
2022 წელს კი ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.