MP3-ის, ZIP-ისა და PDF-ის შემქმნელი გარდაიცვალა

მათემატიკოსი, კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი და გამომგონებელი, აბრაამ ლემპელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ებრაელი მეცნიერის სახელს მონაცემების კომპრესირების ყველაზე პოპულარული მეთოდების, MP3-ის, ZIP-ისა და PDF-ის შექმნა უკავშირდება.

გარდა ზემოხსენებული გამოგონებებისა, მის სამეცნიერო ნაშრომებზე დაყრდნობით შეიქმნა ფოტო და ვიდეო ინფორმაციის დამუშავების სხვა ალგორითმებიც, მათ შორის: PNG, GIF და TIFF.

ლემპელმა ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დოქტორის ხარისხი 1967 წელს მიიღო, 1990-2000 წლებში კი ის კომპანია HP-ის რეგიონული ხელმძღვანელი იყო.