თურქეთში მიწისძვრას 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას სენაკელი 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. როგორც ცნობილია ის ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.

ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული.