„არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება“ – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის საკითხზე იმსჯელეს

,,ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება” –  განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო.  ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო ინფორმაცია, იყო კონკრეტული მოლოდინები გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დილას იქნა გახმოვანებული“, – განაცხადა კობახიძემ.