დავით აღმაშენებლის ხეივანში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. ცეცხლი მიკროავტობუსს გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია

რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.