„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე აცხადებს. რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭერია.
დეპუტატის თქმით , კენჭისყრაზე კანონის მისაღებად მიცემული ხმა „ტექნიკური პრობლემა“ იყო და ეს შესაბამის სამსახურთანაც დააფიქსირა.
შეგახსენებთ პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდა.
როგორც კენჭისყრის ოქმიდან ჩანს, დეპუტატი, რომელმაც კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძეა.