თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.