თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ძლიერი ხანძარია

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ძლიერი ხანძარია.

გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

ცეცხლი მოდებულია სასტუმროს ბოლო სართულს, სადაც რესტორანი მდებარეობდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.