თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშისპროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.

მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.