საბერძნეთში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა

საბერძნეთში სამგზავრო მატარებელს სატვირთო მატარებელი შეჯახა. შედეგად რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა, სამს კი ცეცხლი მოედო.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.როგორც ცნობილია შემთხვევის დროს მატარებელში 350 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი და 40 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მატარებლების შეჯახება, ჯერჯერობით, უცნობია.