პარტიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გირჩის პოლიტიკოსი, ნიკა მოსიაშვილი დაკავებულები არიან!
ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პარლამენტის ეზოში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებული ჯებირების აღებას ცდილობენ.
სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება დაძაბულია.









