ჩოხატაურში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
შეგახსენებთ, ჩოხატაურში გაუჩინარებულ 73 წლის მამაკაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.