ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რა დროსაც მასზე ბავშვები იმყოფებოდნენ

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. ძლიერმა ქარმა ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რა დროსაც მასზე ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.