ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე, მეწყერის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-ნათქვამია განცხადებაში.