აქციაზე გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნა დაატოვებინეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,აქცია მიმდინარეობს სადაც აქციის მონაწილეებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნა დაატოვებინეს.

ვაშაძემ განაცხადა: „ესენი აპირებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას. ეს ჩვენ არცერთ შეთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თქვენ ხართ გმირები და ახალგაზრდები. არ უნდა გავჩერდეთ. ხალხის დაჭერას აპირებენ“, რის შემდეგაც მას მიკროფონი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოართვა და მიმართა: „არა, პოლიტიკოსები აღარ ხართ ჯექსონები, მორჩა“.

„თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ვაშაძეს უწმაწური სიტყვებითაც მიმართა.