ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს.

შეგახსენებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.