დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ცნობით, მოზარდი სახლიდან საღამო საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო. არასრულწლოვანი ბოლოს პეტრიწის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას მისი ცხედარი სკვერიდან მოშორებით აღმოაჩინეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.