ესპანეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 4 000 ჰექტარი ტყე განადგურდა

ესპანეთში, ქალაქ ვილანუევა დე ვივერში ტყის ძლიერი ხანძარია. ცეცხლის შედეგად 4 000 ჰექტარი ტყე განადგურდა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიმდებარე სოფლებიდან და დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

აღნიშნული ტერიტორიებიდან 1 500-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.