იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტები: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით უნდა განეხილათ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს “ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა.
აღნიშნული გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესთან გააპროტესტეს, შემდეგ კი, ლევან ხაბეიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკურად დაპირისპირება მოხდა.
მანდატურებმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის დარბაზიდან გაიყვანეს.
დარბაზი დაატოვებინეს, ასევე, სალომე სამადაშვილს და ანა წითლიძეს,რის შემდეგაც გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
შეგახსენებთ ცვლილებების განხილვის შემდეგ მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება.