კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

დაშავებული მამა-შვილი კი გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

უკიდურესად მძიმეა დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობაც,დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვი თბილისში გადაჰყავთ.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.