ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ამერიკის კინოაკადემიამ 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა.

საუკეთესო ფილმად დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დასახელდა, მან 11 ნომინაციიდან 7 „ოსკარი“ მოიპოვა. ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში გამარჯვებული მიშელ იეო გახდა. „ოსკარი“ „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში კი ბრენდან ფრეიზერმა დაიმსახურა. „ოსკარის“ პირველი ჯილდო მსახიობმა ფილმისთვის „ვეშაპი“ მოიპოვა.