მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამასთან, გაცნობებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.” – წერია განცხადებაში.