პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

აქტივისტები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობენ.

სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

მანამდე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო.

მისი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან.