პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ დაიწყო.
სპეციალური ძალები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ე.წ. რობოკოპები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.
პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებისკენ ე.წ. რობოკოპები ორი მიმართულებიდან დაიძრნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დღეს, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით, რამდენჯერმე დაშალეს, თუმცა მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.