რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე მუშაობდნენ ექსპერტები.
ტერიტორიაზე, სადაც ღამის განმავლობაში არაერთი დაპირისპირება მოხდა – სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები შეაგროვეს.მათ შორის, იმ ავტომანქანებიდანაც, რომლებიც დაზიანებულია.
დასუფთავების მიუხედავად, პარლამენტის შენობის მინები ჯერ კიდევ ჩამსხვრეულია, კედლებს კი ხანძრის კვალი ამჩნევია.









