რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს.
გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ბარნოვის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის თავისი შესახვევით, გიორგაძის, გ ჯავახიშვილის, გოგოლის, ტ გრანელის, კახეთის, მაზნიაშვილის, მცხეთის, ნეკრასოვის, რჩეულიშვილის, სამგორის, სამშვილდის, ტოლსტოის, ჩაპაევის, და ჩეხოვის ქუჩებს.
მე-11,12,14,15,16,17,18,19,20 და 21 მ/რ-ს, ასევე ფალიაშვილი ქუჩის კენტებს, მეგობრობის ქუჩას 29-დან 47-ის ჩათვლით, მეგობრობის 1და 2 გასას, ლეონიძე, მესხიშვილის ქ თავისი გასას, თოდრია გასას და ჩიხები, შარტავა, ტაშკენტი, მოდებაძე, სანაპირო, ალუბლების, ქუჩიშვილის ღლონტის, აღმაშენებლის, კიკვიძის ქუჩები.