საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილს უსმენენ. პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშს წარადგენს.
რიგგარეშე სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა. „სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს,- განცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ასევე მან აღნიშნა რომ,მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა გაიგოს ევროპამ.
“ახლახანს მივიღ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარალმენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ,”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.