თურქეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სარფში საქართველოდან გადასული კაცი დააკავეს, რომელსაც არალეგალურად 250 წყლის კუ გადაჰყავდა.
როგორც ცნობილია, მებაჟეებმა კაცზე ეჭვი მიიტანეს, რადგან მისი ქურთუკი არაბუნებრივად იყო გამობერილი. ფიზიკური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ზურგზე წებოვანი ლენტით ყუთი ჰქონდა მიმაგრებული.
სამართალდამცავებმა კონტრაბანდული კუები ართვინის ეროვნულ პარკს გადასცეს.
რა სანქცია შეიძლება დაეკისროს თურქეთში კონტრაბანდული კუებით გადასულ პირს, ჯერ-ჯერობით უცნობია.









