საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვისთვის ემზადება.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა.