ძლიერი ქარის შედეგად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აჭარაში მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
ქარის გამო წაქცეული ხე, ქობულეთში, ქუჩაში მოძრავ მანქანას დაეცა, შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ჩაქვში კი ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია, ნანგრევებში მოყოლილი 80 წლამდე ქალი სხეულის დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია სალიკვიდაციო სამუშაოები ამ, წუთებშიც გრძელდება.