ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის ზემოქმედების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის ზემოქმედების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა,რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

შეგახსენებთ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა.