16 მარტს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში მე-8 და მე-7 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე.

11:30-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლები სართიჭალა, ხაშმი, თელეთი.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, ლეჟბადინი, ბაიდარი, ქურთლიარი, დიდი მუღანლო, ქესალო და მიმდეწბარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, სულხან-საბას, ჩოლოყაშვილის, მუსხელიშვილის, კოსტავას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.