27 მარტს, დილის 10:00 საათიდან  28 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება

დღეს,  27 მარტს, კომპანია  “რუსთავის წყალიქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

სამუშაოების ფარგლებში ხრამის სათავე ნაგებობაზე ორი ახალი ტუმბოაგრეგატი დამონტაჟდება, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 27 მარტს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან  28 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანიარუსთავის წყალიბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანიარუსთავის წყალიაბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით