3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბათუმში ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბათუმში ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა კი დაიღუპა.

დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმების თქმით ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.

პროკურატურამ 64 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა – მუხლი, რომლის დარღვევაშიც დაკავებულს ადანაშაულებენ
გულისხმობს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა ბათუმში 11 მარტს, ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა – მიღებული დაზიანებების გამო 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.